პროექტები და ღონისძიებები
პროექტები და ღონისძიებები
- პროექტის სახელწოდება:კედლის გაზეთი:" სახალისო მათწემატიკა"
- პროექტის მთავარი იდეა ( თემა ) 1-2 წინადადებით: მოსწავლეების მიერ მოძიებული სასარგებლო ინფორმაციის გაცნობა თანატოლებისთვის.
- პროექტის აქტუალობა:მოიძიონ სასარგებლო ინფორმაცია,გაიფართოვონ თვალსაწიერი,კონტაქტები დაამყარონ თანატოლებთან და ითანამშრომლონ მათთან.
- პროექტის მიზნები:ცნობიერების ამაღლება
- მონაწილეთა ასაკი:10 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:კედლის გაზეთი
- პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:ფორმატის ქაღალდი,ფლომასტერები,ფერადი ფანქრები,კალმები,კომპიუტერი.
- პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1) ჯგუფებად დაყოფა და კონკრეტული დავალების მიცემა. 2) მოიძიებენ მასალას კონკრეტული რუბრიკის შესახებ.
3) მოიტანენ მოძიებულ ინფორმაციას,მოხდება მათი გაზიარება მოსწავლეთა შორის და გაცხრილვა.
4) ქართულის გაკვეთილზე მოხდება კონსულტაცია პედაგოგთან,გაზეთის საბოლოო ვერსიის სესახებ.
5)პრეზენტაციას დაესწრება მოწვეული სტუმრები და მშობლები.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან: ქართული,ინგლისური.
- ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ. v. 5
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება (მაგ., საინფორმაციო ტექსტისა საბავშვო ენციკლოპედიაში, მარტივი ენით დაწერილი მრავალსაფეხურიანი ინსტრუქციების, განცხადებისა და სხვ.).
მათ.V.11. მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
შეკითხვების მოცემული ჩამონათვალიდან შეარჩევს და იყენებს საჭირო მონაცემთა შესაგროვებლად შესაფერის შეკითხვას/შეკითხვებს;
მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს კითხვებს შესაფერისი ფორმით (ღია, დახურული, რამდენიმე ალტერნატიული არჩევანის მომცველი) და ამ კითხვების საშუალებით მოიპოვებს საჭირო მონაცემებს;
ირჩევს მონაცემთა შეგროვების შესაფერის საშუალებას (დაკვირვება, გაზომვა, მონაცემთა ამოკრება მოცემული ერთობლიობიდან) და იყენებს მას, ასაბუთებს თავის არჩევანს.
მათ.V.12. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
კლასიფიცირებული მონაცემებისთვის ცალსახა შესაბამისობის მითითებული წესით ქმნის პიქტოგრამას, რომლის ერთი სიმბოლო შეესაბამება რამდენიმე მონაცემს;
ქმნის მარტივ ცხრილს არაუმეტეს ოცი კლასიფიცირებული და დალაგებული მონაცემისთვის (მაგალითად: განსაზღვრავს ჭდეებს, სათაურს, სვეტებისა და სტრიქონების რაოდენობას და ადგენს მონაცემთა ცხრილს);
კლასიფიცირებული მონაცემებისთვის ურთიერთცალსახა შესაბამისობის წესით ქმნის სვეტოვან დიაგრამას უჯრებიან ფურცელზე (მაგალითად: განსაზღვრავს ჭდეებს, სათაურს, სვეტების რაოდენობას და აფერადებს უჯრებიანი ფურცლის შესაბამისი სიგრძის ზოლებს).
მათ.V.13. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტირება და ელემენტარული ანალიზი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
სვამს საძიებო/შემაჯამებელ კითხვებს მონაცემების შესახებ, რომლებიც წარმოდგენილია სვეტოვანი დიაგრამის სახით (მაგალითად, ნაყინის რამდენი განსხვავებული სახეობა უნდა ვიყიდოთ კლასის ზეიმისთვის? თითოეული სახეობის რამდენი ნაყინი? ნაყინის რომელი სახეობა უყვარს უფრო მეტ ჩვენს თანაკლასელს –შოკოლადის თუ მარწყვის? ნაყინის რომელი სახეობაა ყველაზე პოპულარული ჩვენი კლასელებისთვის? გოგონებისთვის? ვაჟებისთვის? რატომ?);
ადარებს მონაცემთა ორ ერთობლიობას და წარმოაჩენს თვისებრივ და რაოდენობრივ მსგავსებასა და განსხვავებას მათ შორის (თვისებრიობა უკავშირდება ჯგუფში მონაცემთა გვარობას/ტიპს
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ლალი კარდენახიშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:lalikardenakhishvili07@gmail.com
- პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:lalikardenakhishvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment